გაკვეთილები








გაკვეთილის თემა
გრაფაში იწერება გაკვეთილის სახელწოდება (სათაური)
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
უნდა მიუთითოთ, რომელი კლასისთვის არის განკუთვნილი აღნიშნული გაკვეთილის გეგმა; აქვე იწერება საგანი (ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში მიუთითეთ ყველა საგანი)
მოსწავლეთა რაოდენობა
მიუთითეთ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
გრაფაში იწერება თქვენს მიერ მოფიქრებული აქტივობის მიზანი და შესაბამისად - შედეგი, რომელიც მიღწეული იქნება აქტივობის განხორციელების შედეგად;
სასწავლო მიზნები და შედეგები გამოხატავენ იმას, რასაც სწავლის პროცესში უნდა მივაღწიოთ. შესაბამისად, რა კომპეტენციები (ცოდნა და უნარ-ჩვევები) უნდა შეიძინონ მოსწავლეებმა. მიზანი და შედეგები იწერება კონკრეტულად, მარტივად და რეალისტურად. მაგალითად, გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გაანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.
შენიშვნა: ეროვნულ სასწავლო გეგმაში (საგნების მიხედვით) აღწერილია იმ შედეგების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველი მოსწავლე თითოეული კლასის დასრულების შემდეგ.
სწორედ რომელიმე ამ შედეგის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს თქვენს მიერ დაგეგმილი აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ამ უჯრედში ჩასაწერად ეროვნული სასწავლო გეგმიდან უნდა გადმოიტანოთ შედეგ(ებ)ი და ინდიკატორ(ებ)ი (როგორც კონკრეტული საგნის, ასევე ისტ-ის), რა შედეგ(ებ)იც იქნება მიღწეული გაკვეთილის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში. (ინტეგრირებული გაკვეთილის შემთხვევაში მიუთითეთ შედეგები ყველა საგანის მიხედვით)
თანმიმდევრობა
თანმიმდევრობა არის ჩასატარებელი გაკვეთილის პროცესისა და მეთოდოლოგიის თანმიმდევრული აღწერა. მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ზედმიწევნით და სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი გაკვეთილის მსვლელობა. პროცესი იმდენად სრულყოფილად უნდა აღიწეროს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს გეგმის წაკითხვის შედეგად იმავე თანმიმდევრობით ჩაატაროს მსგავსი გაკვეთილი. გაკვეთილის პროცესი აღიწერება გაკვეთილის დაწყებიდან მის დასრულებამდე: ქმედებების თანმიმდევრობა, რატომ კეთდება, რას აკეთებს მასწავლებელი, რას აკეთებენ მოსწავლეები, როდის და როგორ ხდება ჯგუფური, ინდივიდუალური, თუ წყვილებში მუშაობა, როდის ფასდებიან მოსწავლეები და ა.შ.
შენიშვნა: გაკვეთილის თანმიმდევრობის ზუსტი და სრული აღწერა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გაკვეთილის გეგმა გამოცდილების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა
შეფასება
როგორ უნდა შევამოწმოთ სასწავლო შედეგები? რა მოქმედებების შესრულება უნდა შეძლონ მოსწავლეებმა იმისთვის, რომ ვიცოდეთ მიღწეულ იქნა თუ არა მიზანი? რამდენ მოსწავლეზე შემიძლია ვთქვა, რომ მიზანს მიაღწია?
ამისათვის სასურველია, წინასწარ გაამზადოთ შეფასების რუბრიკა და შეფასების ფურცელი.
შეფასების რუბრიკაში ნაჩვენები უნდა იყოს, რა შეფასებას მიიღებს მოსწავლე დავალების შესრულებისთვის ყველა შესაბამის დონეზე. შეფასების ფურცელში კი შეფასების სქემის მიხედვით მიეთითება, რომელმა მოსწავლემ რამდენი ქულა მოაგროვა.
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები - შესასრულებელი აქტივობის გათვალისწინებით უნდა მიუთითოთ, თუ რა ტექნიკა და დამხმარე ინსტრუმენტები გჭირდებათ გაკვეთილზე (მაგ. კომპიუტერების რაოდენობა, გლობუსი, კოლბა და ა.შ.)
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში:იმის გათვალისწინებით, რომ კომპიუტერული ლაბორატორიები მრავლად არ გვაქვს სკოლებში, მიანიშნეთ, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი იმავე გაკვეთილის ჩატარება, ვთქვათ, 3 ან 1 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში. თუ არა, მიანიშნეთ: მიზანშეწონილი არ არის მსგავსი გაკვეთილის ჩატარება კლასში 3 კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში.
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
მიანიშნეთ ინფორმაციული რესურსები, რომლებსაც გამოიყენებთ გაკვეთილის მსვლელობის დროს (მაგ. წიგნები, ალბომები..).
კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში: მოგვაწოდეთ ჩამონათვალი იმ ვებ-გვერდების და სხვა ელექტრონული რესურსების, რომელთა მონაცემებსაც იყენებენ მოსწავლეები გაკვეთილზე.

No comments:

Post a Comment